|
საქართველოს გეოთერმული ასოციაცია წარმოადგენს არაკომერციულ კორპორაციულ ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 60 მაღალკვალიფიცირებული , მათ შორის 50 მეცნიერი. ასოციაცია ორიენტირებულია გეოთერმული რესურსების საფუძვლიან კვლევებზე და ტრადიციული საწვავის ეკოლოგიურად სუფთა, იაფი და განახლებადი გეოთერმული ენერგიით ჩანაცვლების შესაძლებლობაზე. აღნიშნული ასოციაციის წევრები მოღვაწეობენ სახვადასხვა ორგანიზაციებში, როგორიცაა გეოფიზიკის, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტები და სხვა.
საქართველოს გეოთერმული ასოციაციის წევრები არიან როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო პროექტების მონაწილეები (USAID-1997-1998, Fund “Eurasia”-1998, UNDP/GEF-1999-2000, The World Bank – 2001) . ასევე, ასოციაციის წევრები გ. მელიქაძე, თ. ჭელიძე, თ. მაჭარაშვილი მიწვეულნი არიან ექსპერტებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროექტში “განახლებადი ენერგიის გამოყენებისათვის ხელშეწყობა ლოკალურ ენერგომომარაგებაში” (UNDP, 2009-2010), რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლისის უბნის (თბილისი) სლაგ-ტესტირება და ციფრული მოდელირება გეოთერმული ცირკულაციის სისტემის შექმნის შესაძლებლობის დასადგენად. საქართველოს გეოთერმული ასოციაციის მიერ ასევე წარმატებით დასრულდა “დასავლეთ საქართველოს გეოთერმული საბადოების არსებული მდგომარეობის შესწავლა მათი ათვისებისა და რაციონალური ექსპლოატაციის რეჟიმის დანერგვისათვის და ხობის რაიონული საავადმყოფოს თბომომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გეოთერმული ენერგიის გამოყენებით” USAID, 2010-2011 და “თბილისის გეოთერმული საბადოს ხელმისაწვდომი რესურსების შეფასება და საპილოტო გეოთერმული ცირკულაციური სისტემის მოწყობა” (UNDP 2011) პროექტები.
“საქართველოს გეოთერმული ასოციაცია +” ასევე აწარმოებს საქართველოს ტერიტორიის ჰიდროდინამიურ და ჰიდროქიმიურ მონიტორინგს, ეკოლოგიური რისკების შეფასებას, გეოდინამიკურ და გეოთერმულ მოდელირებას. მას გააჩნია თანამედროვე ექსპერიმენტული საშუალებები, რომელიც მოიცავს 12 ჰიდროდინამიური და 5 მიკროტემპერატურული ციფრული სადგურების ქსელს.
|